|
2026-02-05 20:24:16, 642 ნახვა
პოლიტიკა
ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა
ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. მათ ციხეში ბანქოს თამაშს ედავებიან. ანტონ ჩეჩინი, არტემ გრიბული და სერგეი კუხარჩუკი სასჯელს გლდანის N8 დაწესებულებაში, ერთ საკანში იხდიან. №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების მიხედვით, ბანქო აკრძალული ნივთებს შორისაა და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. სამივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 378 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს - რაც პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნით სარგებლობას გულისხმობს. დანაშაულის 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე სხდომაც გაიმართა და განისაზღვრა წინასასამართლო სხდომის თარიღი. Publika წერს, რომ საქმის მასალების მიხედვით, საუბარია მუყაოს ფურცლებისგან თვითნაკეთი წესით დამზადებულ ბანქოზე, რომელიც, ასევე პროკურატურის პოზიციით, საკანში მყოფმა მეოთხე ბრალდებულმა – ლიტველმა გიედრიუს ვოტრონოვიჩმა დაამზადა, დანარჩენმა სამმა კი მხოლოდ ისარგებლა. შემთხვევა კი 5 ოქტომბერს მოხდა. გამოცემასთან საუბრისას სერგეი კუხარჩუკის ადვოკატმა თქვა, რომ მეოთხე პირი ამ ეტაპზე ექსტრადირებულია და მას ბრალი წარდგენილი არ აქვს. ანტონ ჩეჩინის ადვოკატი მარიამ ჯიქია პუბლიკასთან საუბრისას ამბობს, საქმეზე მოპოვებული მკიცებულებების დიდი ნაწილი სადაოა. გამოცემის თანახმად, ადვოკატები მიუთითებენ თარგმანთან დაკავშირებულ პრობლემებზეც – ანტონ ჩეჩინის ადვოკატის თქმით, საქმეზე ბრალდებულს ამ შემთხვევამდე [5 ოქტომბერი] მისთვის გასაგებ ენაზე არ ჰქონდა მიწოდებული სია/ჩამონათვალი/დოკუმენტი ციხეში აკრძალულ ნივთებთან დაკავშირებით. სერგეი კუხარჩუკს ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის მუხლით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ანტონ ჩეჩინსა და არტემ გრიბულს კი ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებით – 8.5 წლით. მათი განცხადებით, მათ ეს ნარკოტიკი ჩაუდეს.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)