|
2026-02-04 14:30:47, 661 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე მთავრობის არაღიარების კრიმინალიზებაზე: დროულია, იმედია, პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე მთავრობის არაღიარების შესაძლო კრიმინალიზების ინიციატივას იწონებს და იმედს გამოთქვამს, რომ "პარლამენტი ამ კანონპროექტის მიღებას ბოლომდე მიიყვანს". ჟურნალისტებმა ქართული ოცნების პრემიერს ირაკლი გორდულაძის განცხადებაზე ჰკითხეს, რომელიც გუშინ არალეგიტიმურ პარლამენტში გამოვიდა ინიციატივით, თანხმობის შემთხვევაში, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ მოწოდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს "ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივაა". "ზოგადად, კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული, ეს არის ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი - დემოკრატია ყველამ უნდა აღიაროს, კონსტიტუციური პრინციპები და წყობილება ყველამ უნდა აღიაროს და თუ არის ამ კუთხით პრობლემები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დაარეგულიროს კანონმდებლობამ. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივა და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ კანონპროექტის მიღებას. [...] რა თქმა უნდა, ზღვარი უნდა იყოს დაცული და ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ჩემი სამართლებრივი შეფასებით, აქ ზღვარი არის სათანადოდ დაცული - ერთია გამოხატვის თავისუფლება და მეორეა კონსტიტუციური წესრიგის სიმტკიცე, რაც არის ერთ-ერთი უზენაესი ინტერესი. ბუნებრივია, ქვეყანა და სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება, თუ ის მუდმივად იქნება ასეთ საბოტაჟის რეჟიმში, ამიტომ ყველამ უნდა სცეს პატივი იმ წესრიგს, რომელიც არის ჩამოყალიბებული", - თქვა მან.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)