|
2026-01-30 15:52:25, 626 ნახვა
პოლიტიკა
ნიდერლანდების საელჩო მოსკოვის მექანიზმზე: მოვუწოდებთ ხელისუფლებას თანამშრომლობისკენ
ნიდერლანდების საელჩო ეუთოს მოსკოვის მექანიზმმის ამოქმედებაზე განცხადებას ავრცელებს და ქართულ ოცნებას მოუწოდებს, ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ მისიის მუშაობას. "დღეს ნიდერლანდებმა და ეუთოს მონაწილე 23-მა ქვეყანამ "მოსკოვის მექანიზმი" აამოქმედა, რაც გულისხმობს ფაქტების დამდგენი მისიის შექმნას საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად. ჩვენ რამდენჯერმე გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში არსებული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით, მათ შორის 2024 წლის ნოემბერში დემონსტრაციების დაწყებიდან მოყოლებული სხვადასხვა ანგარიშებში ასახულ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის არარსებობის გამო. იმედი გვაქვს, რომ "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედება წვლილს შეიტანს საქართველოს მხრიდან ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ითანამშრომლოს და ხელი შეიწყოს მისიის მუშაობას"- ნათქვამია განცხადებაში. *** ეუთოს წევრმა 24-მა სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ აამოქმედეს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების საკითხზე საექსპერტო მისიის დაწყების მიზნით. ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ "სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ" ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად. ინიციატორი ქვეყნები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი. ამ კონტექსტში, ისინი ახსენებენ 2024 წლის 23 დეკემბრის ეუთოს 38 წევრი სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია, რომ ამოქმედდა "ვენის მექანიზმი" და დასძენენ, რომ მას შემდეგ მხოლოდ გაიზარდა" მათი შეშფოთება. კერძოდ, სახელმწიფოები მიუთითებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო ვალდებულებებისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გარღმავებული შეშფოთების ფონზე, აამოქმედებენ მექანიზმს - "რათა შეიქმნას ფაქტების დადგენის მისია, რომელიც შეაფასებს საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, განსაკუთრებული ყურადღება კი გამახვილდება 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებზე".
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)