13:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 11:42:03, 1135 ნახვა

მსოფლიო
სამართალდამცავების ცნობით, კაპიტოლიუმთან მომხდარი ინციდენტი რიგითი კრიმინალური აქტი იყო

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან მომხდარი ინციდენტი გახსნილია. ეჭვმიტანილი მამაკაცი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიაზე იარაღით შეიჭრა და უსაფრთხოების თანამშრომლის მისამართით ცეცხლის გახსნა სცადა, 66 წლის ტენესელი ლარი რასელ დოუსონი აღმოჩნდა.

სპეც ოპერაციის შედეგად შეიარაღებული პირი დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინციდენტის დროს ერთი თვითმხილველი ქალიც მსუბუქად დაშავდა. კაპიტოლიუმში რამდენიმე საათით ევაკუაცია გამოცხადდა.

სამართალდამცველები ტერორისტულ თავდასხმას გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ მომხდარი რიგითი კრიმინალური აქტი იყო.

უსაფრთხოება ვაშინგტონში განსაკუთრებით გაძლიერებულია, რადგან ამერიკის დედაქალაქში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე დასასწრებად მსოფლიოს ლიდერებს ელოდებიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics