|
2026-01-22 09:01:53, 835 ნახვა
მსოფლიო
ორბანი ჯერჯერობით ერთადერთი ევროკავშირის ლიდერია, რომელიც დათანხმდა ტრამპის მშვიდობის საბჭოსთან შეერთებას.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რჩება ერთადერთ ევროკავშირის ლიდერად, რომელიც ღიად დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო საბჭოში გაწევრიანებას. საბჭოში გაწევრიანების მოწვევა დაახლოებით 60 ქვეყანას გაეგზავნა. ისრაელმა, საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ბაჰრეინმა, იორდანიამ, ყატარმა, ეგვიპტემ, მაროკომ, პაკისტანმა, ინდონეზიამ, კოსოვომ, უზბეკეთმა, ყაზახეთმა, პარაგვაიმ, ვიეტნამმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ოფიციალურად გამოთქვეს ტრამპის ინიციატივაში გაწევრიანების სურვილი. ნატოს წევრებს შორის მხოლოდ თურქეთმა და უნგრეთმა გამოაცხადეს გაწევრიანების გადაწყვეტილება. უნგრეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც დათანხმდა სამშვიდობო საბჭოში წარმომადგენლობას. ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ნორვეგია, დანია და საფრანგეთი, განაცხადეს აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო საბჭოში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ. ევროკავშირის დანარჩენმა სახელმწიფოებმა ან საჯაროდ არ გააკეთეს კომენტარი მოწვევაზე, ან განაცხადეს, რომ მათ მეტი დრო სჭირდებათ წინადადების განსახილველად. მოწვეულთა შორის ასევე არიან უკრაინა და რუსეთი. როგორც ცნობილია, 20 იანვარს, თვითგამოცხადებული ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გახდა პირველი, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწვევით, მისი ქვეყანა სამშვიდობო საბჭოში გაწევრიანებას ავალდებულებდა. აშშ-ის პრეზიდენტის გეგმის თანახმად, ღაზას სამშვიდობო საბჭო უნდა შეიქმნას სამშვიდობო საბჭოს უფრო ფართო ქოლგის ქვეშ, რისთვისაც ტრამპი აპირებს შტატებისგან 1 მილიარდი დოლარის მოთხოვნას მუდმივი წევრობისთვის. „როიტერის“ მიერ განხილული წესდების პროექტის თანახმად, ტრამპი საბჭოს უვადოდ უხელმძღვანელებს, მაშინაც კი, თუ ის აღარ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი.
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)