|
2016-03-28 19:05:25, 407 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: არ ვაპირებ გადადგომას, არც მე და არც ერთი „რესპუბლიკელი“ მინისტრი
საქართველოს თავადაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს კოალიცია " ქართული ოცნებიდან" "რესპუბლიკური პარტიის" შესაძლო გასვლის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. ხიდაშელის განმარტებით, თანამდებობების დატოვებას არც სხვა „რესპუბლიკელი“ მინისტრები არ აპირებენ. „ნამდვილად არ ვაპირებ გადადგომას, არც მე და არც ერთი „რესპუბლიკელი“ მინისტრი, არც კოალიციიდან წასვლას არ ვგეგმავთ. საერთოდ ცხოვრებაში არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ჩვენ არ ვგეგმავთ არც კოალიციიდან წასვლას და შესაბამისად, არც არანაირი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას. წინასაარჩევნო პერიოდი იწყება და იმის შესახებ პარტიები მსჯელობდნენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რა ფორმატით და კონფიგურაციით აპირებენ გასვლას, რაც ვფიქრობ სწორი პროცესია. ასეთი ტიპის საუბარი რომ ყოფილიყო მე იქ ვიქნებოდი, მაგრამ მე ეს ორი დღე გავატარე სამინისტროში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)