00:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 15:48:38, 711 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

24 მარტს მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო „სადახლო-საავტომობილო“ გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მათ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ს.-ს, საერთო წონით 81,86 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 30945,72 ლარი. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მსგავსი ფაქტი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 26 მარტსაც გამოავლინეს. საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, აზერბაიჯანის მოქალაქე რ.ჰ.-ის ბარგის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა საერთო წონით 21,72 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3373,32 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, პირს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, 3373.32 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics