|
2016-03-28 11:53:01, 440 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: კოალიციაში დარჩენის საკითხზე პარტია განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს
შესაძლოა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვოს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარტია განცხადებას დღეს გააკეთებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პარტიის ეროვნული კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხზე იმსჯელეს და გადაწყვეტილებას პარტიის თავმჯდომარე უახლოეს პერიოდში გაავრცელებს. „ჩვენ გვქონდა ეროვნული კომიტეტის სხდომა, სადაც ვიმსჯელეთ არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე, რომლის შესახებაც პარტია უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას. ეს არის პარტიის თავმჯდომარის ოფიციალური განცხადება, რომელიც დღეს გამოქვენდა. ამ თემაზე სხვას ვერაფერს ვერ დავამატებ. განცხადება, როდესაც გამოქვეყნდება, ყველა დეტალს შეიტყობთ. რა გადაწყვეტილებაა მიღებული, ახლა ამას ვერ გეტყვით. შემიძლია გითხრათ, მხოლოდ ის, რომ არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე პარტიას გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რაც ცნობილი გახდება უახლოეს დღეებში. ამის მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით როგორც არ უნდა შემომიბრუნოთ კითხვა და რა ფორმულკირებით მაინც ამას გიპასუხებთ“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ დავით ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)