|
2025-12-25 15:35:42, 9272 ნახვა
საზოგადოება
2001 წელს პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთის ნატოში მიღება სთხოვა - ტრანსკრიპტი
შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მაშინდელ აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსს შორის საუბრის ჩანაწერი, რომელშიც პუტინმა რუსეთის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა წამოჭრა. ჩანაწერი გამოაქვეყნა არასამთავრობო ექსპერტულმა ორგანიზაცია „ეროვნული უსაფრთხოების არქივმა“ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ. 2001 წლის 16 ივნისით დათარიღებულ საუბრის ჩანაწერში პუტინი იხსენებს, რომ სსრკ-მ ერთხელ მოითხოვა ნატოში გაწევრიანება და კითხულობს, შესაძლებელია თუ არა ეს ახლა, როდესაც უარის თქმის მიზეზები აღარ არის აქტუალური. „თქვენ მნიშვნელოვანი შენიშვნა გააკეთეთ, როდესაც თქვით, რომ რუსეთი მტერი არ არის. ასევე მნიშვნელოვანია ის, რაც თქვით 50 წლის შემდეგ მომავალზე (საუბრის დასაწყისში ბუშმა თქვა, რომ ჩინეთი შეიძლება საფრთხედ იქცეს ამ ვადაში - რედ.). რუსეთი ევროპული და მრავალეთნიკურია, ისევე როგორც შეერთებული შტატები. წარმომიდგენია, რომ ჩვენ მოკავშირეები ვართ. მხოლოდ უკიდურეს აუცილებლობას შეუძლია სხვებთან ალიანსისკენ გვიბიძგოს. მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ, რომ ნატოს გარეთ დავრჩით“, - თქვა ვლადიმერ პუტინმა. მან გაიხსენა, რომ სსრკ-მ 1954 წელს მიმართა ნატოში გაწევრიანების შესახებ და უარი მიიღო. „ნატომ უარყოფითად უპასუხა და ოთხი კონკრეტული მიზეზი დაასახელა: გადაუჭრელი ავსტრიის საკითხი, გადაუჭრელი გერმანიის საკითხი, აღმოსავლეთ ევროპაზე ტოტალიტარული კონტროლი და რუსეთის მიერ გაეროს ეგიდით განიარაღების პროცესში თანამშრომლობის აუცილებლობა. ახლა ყველა ეს პირობა დაკმაყოფილებულია. შესაძლოა, რუსეთი მოკავშირე იყოს“, - თქვა პუტინმა. ამ კომენტარებზე პასუხი არ ყოფილა და ბუში სხვა თემაზე გადავიდა. საუბარში ასევე პუტინმა განაცხადა, რომ „არასდროს მიიჩნევდა შეერთებულ შტატებს საფრთხედ, ცივი ომის დროსაც კი“. 2008 წელს კიდევ ერთ საუბარში პუტინმა დაარწმუნა ბუში, რომ უკრაინა „ხელოვნური სახელმწიფო“ იყო ფრაგმენტული საზოგადოებით და გააფრთხილა დასავლეთთან „ხანგრძლივი კონფრონტაციის“ შესახებ, თუ უკრაინა ნატოში მიიღებდნენ. შეგახსენებთ, მოსკოვმა მიანიშნა, რომ რუსეთი მოითხოვდა მნიშვნელოვან ცვლილებებს უკრაინისა და შეერთებული შტატების მიერ შეთანხმებულ „სამშვიდობო გეგმის“ პროექტში.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)