|
2025-12-25 14:59:21, 8435 ნახვა
ეკონომიკა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 68.97 მილიარდი ლარი შეადგინა
საქართველოს ეროვნული ბანკი, რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ, ინტერაქტიულ პრესრელიზებს 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით აქვეყნებს. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 68.97 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც 944.67 მილიონი ლარით (1.39%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.62% -ით მეტი). სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.75% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 652.59 მლნ ლარით (1.65%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 292.08 მლნ ლარით (1.02%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.58%-ით). რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ნოემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.04 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.05%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 19.35 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.40%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.96 %-ით მეტი). 2025 წლის ნოემბრის განმავლობაში 1.25%-ით, ანუ 444.53 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ნოემბრის ბოლოსათვის 35.97 მილიარდი ლარი შეადგინა 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.18% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.151 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.02 პროცენტული პუნქტით).
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)