12:32 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-15 10:36:29, 6798 ნახვა

პოლიტიკა
ბერლინში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები 15 დეკემბერს გაგრძელდება

ბერლინში რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა აშშ-ს წარმომადგენლების მოლაპარაკებები, რომლებიც 14 დეკემბერს ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, 15 დეკემბრის დილას გაგრძელდება.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინულ გამოცემა Suspilne-ს განუცხადა.

14 დეკემბერს გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მოლაპარაკებებს აშშ-ს მხრიდან აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მისი სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშერი ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ესწრებოდა. 

შეხვედრის წინ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის მომავალში აღსაკვეთად სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში NATO-ს მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ცდილობდა, რადგან ამჟამად NATO-ში სრულუფლებიან წევრობას აშშ და სხვა პარტნიორები ეწინააღმდეგებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics