02:58 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-04 19:45:44, 1767 ნახვა

ეკონომიკა
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

სელფი მობაილმა კომუნიკაციების კომისიის (კომკომ) აუქციონში წარმატებით გაიმარჯვა და ქსელის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2100 მჰც და 2600 მჰც დიაპაზონებში ახალი სიხშირული რესურსი მიიღო. ხსენებული სიხშირეების შეძენა არის დამატებითი ინვესტიცია, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ქსელს და შედეგად, ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ კიდევ უფრო ხარისხიან კავშირს.

ქსელის განვითარება წელს N1 პრიორიტეტად გვაქვს დასახული და ამ მიმართულებით გავასამმაგეთ ჩვენი რესურსები. აპრილიდან დღემდე დავამატეთ 132 ახალი სადგური, 85-ს კი ჩავუტარეთ სრული მოდერნიზება, რამაც ინტერნეტის სიჩქარე უკვე გაზარდა 25%-ით, ხოლო ქსელის გამტარუნარიანობა 32%-ით. 

სელფის CEO, როსტომ ტალახაძე: 

„სელფი მობაილი აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაზე ზრუნვას. ჩვენი მიმართვის საფუძველზე, კომკომის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, ყველა ლოტი რომელიც გვჭირდებოდა ქსელის შემდგომი სრულყოფისთვის, წარმატებით იქნა მოპოვებული. ახალი სიხშირული რესურსის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე, საიმედო და ძლიერი ქსელის შესაქმნელად. ჩვენთვის თითოეული მომხმარებლის კომფორტი და გამოცდილება უმნიშვნელოვანესია და დარწმუნებული ვარ, ამ სიახლის შედეგებს ისინი მალე იგრძნობენ. მადლობა მინდა გადავუხადო კომისიას ეფექტური თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელმაც ეს წინსვლა შესაძლებელი გახადა. ასევე, გულითადი მადლობა სელფის გუნდის ყველა წევრს, ვინც იმუშავა ამ მნიშვნელოვან პროექტზე.”





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics