|
2025-12-03 11:13:47, 2296 ნახვა
ეკონომიკა
ნოემბერში საქართველოში წლიური ინფლაცია 4.8%-ს შეადგენდა, ხილი გაძვირდა 16.9 %, თევზეული 15.5 %, ზეთი და ცხიმი 14.9 %
ნოემბერში საქართველოში წლიური ინფლაცია 4.8%-ს შეადგენდა. საქსტატის თანახმად, ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 10.3%-ით არის გაზრდილი. ასევე, 8%-ით გაიზარდა ფასები ჯანდაცვის სექტორში. ნოემბერში ფასების ზრდაზე შემდეგმა ჯგუფებმა იქონიეს გავლენა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (16.9 პროცენტი), თევზეული (15.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (14.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (13.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5.1 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.0 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.0 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (6.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.7 პროცენტი).
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)