|
2025-12-01 17:18:38, 2137 ნახვა
საზოგადოება
თიბისი ლიზინგი გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრი გახდა
თიბისი ლიზინგი მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის უმსხვილესი ინიციატივის - გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელს შეუერთდა. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს კომპანიის მისწრაფებას, აწარმოოს საქმიანობა ერთის მხრივ, მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით, მეორეს მხრივ კი, დაიცვას ადამიანის და შრომის უფლებები, ასევე მდგრადობის და კორუფციასთან ბრძოლის ძირითადი პრინციპები.ქსელში გაწევრიანება გააძლიერებს კომპანიის სტრატეგიულ მიდგომას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად, განსაკუთრებით თანამშრომლობისა და ინოვაციების ნაწილში. გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. ამჟამად, გაეროს გლობალური შეთანხმება აერთიანებს 23,000+ მონაწილეს 160-ზე მეტი ქვეყანიიდან. აღნიშნულის მისაღწევად, გაეროს გლობალური შეთანხმება მოუწოდებს ბიზნესს, რომ:
„მოხარულები ვართ, რომ გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრები გავხდით. თიბისი ლიზინგი, როგორც საქართველოს ბაზრის მოწინავე სალიზინგო კომპანია, გრძნობს მაღალ პასუხისმგებლობას, აწარმოოს საქმიანობა ეთიკის, ადამიანისა და შრომის უფლებების მაქსიმალური დაცვით. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ინიციატივები. საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მუდმივად ვმუშაობთ მწვანე პროდუქტების განვითარებაზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაზე. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობთ ისეთი მიმართულებების ხელშეწყობას, როგორიცაა მზის პანელების ელექტროსადგურები და ელექტრომობილების დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ვფიქრობთ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი სრულად თანხვედრაშია თიბისი ლიზინგის კორპორაციულ პოლიტიკასთან და განვითარების ხედვასთან, და სიამოვნებით ვუერთდებით ამ ინიციატივას“ , - ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი. „გაეროს გლობალური შეთანხმება ეფუძნება ათ პრინციპს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. პლატფორმაში გაწევრიანება ნიშნავს, რომ კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს აღნიშნულ პრინციპებთან და ხელი შეუწყოს მათ პრაქტიკულ განხორციელებას საკუთარ ოპერაციებში. ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო გააძლიერებს კერძო სექტორის ჩართულობას მდგრადი განვითარების პროცესში და ხელს შეუწყობს გლობალური მიზნების მიღწევას”,- სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)