01:11 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 17:33:23, 443 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სერჟ სარქისიანთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის განსაკუთრებული მეგობრობა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო  გაღრმავების სურვილი. აღინიშნა ბოლო პერიოდში მხარეებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა,  რაც პრეზიდენტისა და მინისტრის  შეფასებით, ახალ იმპულსს აძლევს ორმხრივ ურთიერთობას.
 
ხაზი გაესვა სექტორული მიმართულებით წარმატებულ თანამშრომლობას, განსაკუთრებით  ისეთ სფეროებში, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ორი ქვეყნის, ასევე მთლიანად რეგიონის განვითარებას. ამ მხრივ ხაზი გაესვა სატრანსპორტო, ენერგეტიკის და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში წარმატებულ თანამშრომლობას. მინისტრმა  სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ რეფორმების პროექტზე, რაც, ასევე ითვალისწინებს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
 
შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთოხების გარემო და ხაზი გაუსვეს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics