22:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 14:29:36, 527 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ბელგიის სამეფოში განხორციელებული  ტერორისტული აქტების გამო ბელგიელ ხალხს მიუსამძიმრა.

მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

კახა კახიშვილის განცხადებით, ტერორიზმი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და  მის წინააღმდეგ მთელი ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს.

,,ვუსამძიმრებ დაღუპულთა ახლობლებსა და ოჯახებს, ბელგიელ ხალხსა და  მთავრობას. ეს არის გამოწვევა ყველა სახელმწიფოსთვის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს. ასევე, საჭიროა ძალების მიმართვა პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანური მსხვერპლი და ტერორიზმის დამანგრეველი შედეგები“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში ტერაქტების სერია   22 მარტს განხორციელდა და მას 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300-მდე  კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics