|
2025-11-12 14:49:21, 965 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტის გუნდის წევრებმა ენერგეტიკის ფორუმზე გამოცდილება გააზიარეს
თბილისში, GREDA-ს და Expo Georgia-ს ორგანიზებით, მაღალი დონის საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენა და ფორუმი გაიმართა. ფორუმის მთავარი თემა საქართველოსა და მსოფლიოში ენერგეტიკის ლიდერებს შორის კავშირების გაძლიერება იყო. ღონისძიებაში გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრების და კვლევების დეპარტამენტის მიმართულების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრების მიმართულების უფროსმა, ვანო კიკვილაშვილმა კაპიტალის ბაზრის მეშვეობით განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებაზე იმსჯელა. მან პრეზენტაციაში ყურადღება გაამახვილა იმ კრიტერიუმებზე, რომელთა დაკმაყოფილება მწვანე დაფინანსების მოსაპოვებლად არის საჭირო. ასევე, სპიკერმა განიხილა განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსების ალტერნატიული გზები. ფორუმზე გაიმართა დისკუსია ენერგეტიკული პროექტების მწვანე ტრანზიციის დაფინანსებაზე, რომლის მოდერატორი გალტ & თაგარტის ენერგეტიკის სექტორის უფროსი, მარიამ ჩახვაშვილი იყო. მონაწილეებმა ენერგეტიკული პროექტების დაფინანსების ინსტრუმენტები, მათ განხორციელებასთან დაკავშირებული პროცესები და რისკები. ამასთანავე, ზოგადად, საქართველოს ენერგეტიკული და ფინანური ბაზრების პოტენციალი განიხილეს. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა გარემოსდაცვითი, სოციალური და ტექნიკური ასპექტების სწორად მართვის აუცილებლობას და გამოჩნდა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან სექტორის მიმართ მაღალი ინტერესი. დისკუსია ფინანსურ და ენერგეტიკის სექტორებში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ლიდერი კომპანიების წარმომადგენლებს შორის გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდნენ განახლებადი ენერგიის დეველოპერები, ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები, ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლები, ფინანსური ორგანიზაციები როგორც საქართველოდან, ასევე მთელი მსოფლიოდან და სხვა. ფორუმის პარალელურად გაიმართა გამოფენა, სადაც საერთაშორისო ბრენდებმა დამსწრეებს სექტორის უახლესი მიღწევები და ინოვაციები წარუდგინეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)