|
2025-10-31 11:39:15, 983 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 31 ოქტომბერს eCommerce Day Georgia 2025 გაიმართება
31 ოქტომბერს თბილისი ელექტრონული კომერციის სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას — eCommerce Day Georgia 2025-ს უმასპინძლებს. კონფერენცია Sheraton Grand Metechi Palace-ში გაიმართება. ღონისძიება მესამე წელია, ხორციელდება და იგი საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს ელექტრონული კომერციის სფეროში მიმდინარე ცვლილებებსა და ტენდენციებზე სასაუბროდ აერთიანებს. კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ექსპერტების ხედვებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის როლი ონლაინ-ვაჭრობის ტრანსფორმაციაში, სოციალური და ლაივ კომერციის სწრაფი ზრდა, მომხმარებელთა ქცევის ცვლილება და ციფრული პლატფორმების განვითარება. სპიკერებს შორის იქნებიან:
კონფერენციაზე სცენა დაეთმობა ორ პანელურ დისკუსიას:
გარდა ამისა, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, Amazon Web Services-ის, Storera-ს და CityPay.io-ს დემო ლაივ სესიებს დაესწრონ და პრაქტიკული გამოცდილება მათთვის საინტერესო მიმართულებით მიიღონ. ღონისძიების მთავარი პარტნიორი: საქართველოს ბანკი ბიზნესი ინოვაციების პარტნიორი: Visa პარტნიორები: AWS, Aversi, Delivo, Google Cloud; Glovo, BDO Digital, Tech School / IE, Web Features, Elite, Acer, Cellfie, MELO Delivery, Dasta Records Management, Tegeta Holding, CityPay.io Georgia, Tether, Johnnie Walker, Wolt, Creatio, TASS vision, Quissly, Mazeg, Roaspig, Storera, Coincasa, Horsetours, Hamo Concept, Azintelecom ბილეთების შესაძენად და დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Biletebi.ge-ის ვებგვერდი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)