|
2025-10-31 10:47:54, 877 ნახვა
ეკონომიკა
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance - თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის მეექვსედ დააჯილდოვა. ჯილდო თიბისი კონცეპტისა და თიბისი Wealth Management-ის მიმართულებებს გადაეცათ, რომლებიც მომხმარებლებს მათს მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებულ, მუდმივად განვითარებად, თანამედროვე სერვისსა და პროდუქტებს სთავაზობენ. გამარჯვებულები ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. საბჭომ გადაწყვეტილება მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ აპლიკაციებზე, ბაზრის მოთამაშეებისგან მოპოვებულ ინფორმაციასა და დამოუკიდებელ კვლევებზე დაყრდნობით მიიღო. “პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდო თიბისისა და მისი გუნდის ძალისხმევის მორიგი საერთაშორისო აღიარებაა. ეს ადასტურებს, რომ წარმატებით ვპასუხობთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს და ვთავაზობთ მათზე მორგებულ მომსახურებას - ციფრულ და ინოვაციურ პროდუქტებს, შეუფერხებელ სერვისს და მრავალფეროვან საინვესტიციო შესაძლებლობებს. შედეგად, თიბისი მომხმარებლებთან პარტნიორულ ურთიერთობებს აყალიბებს და მთავარი მხარდამჭერია მათი ფინანსური მიზნებისკენ მიმავალ გზაზე“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. „დღეს კერძო საბანკო საქმიანობაში წარმატებისთვის საჭიროა, არამხოლოდ კარგი საინვესტიციო შედეგები, არამედ სიღრმისეული გააზრება, თუ რა მიზნები და სურვილები აქვთ მომხმარებლებს. წელს ის ფინანსური ინსტიტუტები და ორგანიზაციები დავაჯილდოვეთ, რომლებიც ახერხებენ მათი გუნდის პროფესიონალური ჩართულობითა და ციფული სერვისების მეშვეობით, დაეხმარონ მომხმარებლებს, სწორად მართონ კაპიტალი სწრაფად ცვალებად გარემოში“,- ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)