22:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 17:50:46, 572 ნახვა

საზოგადოება
ძიუდოს ფედერაციას, კომპანია “პსპ”-სა და ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიას’’ შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, კომპანია “პსპ”-სა და ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიას’’ შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი კომპანია ,, ზედაზენის ’’ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა, “პსპ ჯგუფის“ დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა მოაწერეს.

ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელიც მიესალმა კერძო კომპანიების ინიციატივას, მხარი დაუჭირონ ძიუდოს ფედერაციას. ხელშეკრულების თანახმად, ძიუდოს ფედერაცია ოთხი წლის მანძილზე სასპონსორო თანხის სახით, დაახლოებით მილიონ ლარს მიიღებს და ეს თანხა ქართული ძიუდოს განვითარებას მოხმარდება. კომპანიები „პსპ“ და „ზედაზენი“ გაერთიანდნენ ძიუდოს ფედერაციის მხარდასაჭერად სლოგანით „ერთად შევქმნათ გამარჯვების ისტორია“.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ლისა ალანი და ლუისა გალეა. ხელშეკრულების გაფორმება უწინ უძღვის ისეთ მნინელოვან მოვლენას, როგორიცაა  ძიუდოს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირის „თბილისის გრან პრი 2016“-ს, რომელიც 25-27 მარტს იმართება თბილისში.

სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები, სამწრვრთნელო შტაბის წევრები, ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics