23:06 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 14:55:47, 1216 ნახვა

კომენტარი
თინა ხიდაშელი: საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს არანაირი პრობლემა არ ექნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, აშშ-ის წარმომადგენლობის პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის  პროექტის შესვლა ხანგრძლივი  შრომის შედეგია.

მისივე თქმით, რეზოლუციის ტექსტს ალბათ, ბოლომდე მხარდაჭერა ექნება, თუმცა შედეგებს უნდა დაელოდონ, რადგან მინისტრის განმარტებით, ასეთი ტიპის რეზოლუციების ინიცირება ძალიან იშვიათად  ხდება, თუ წინასწარ არ არის შეთანხმებული მხარდაჭერა.

  „ამერიკის  რეზოლუცია ეს არის ხანგრძლივი შრომის შედეგი-დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ამერიკის კონგრესში, სენატში ყველა იმ ადამიანთან, წარმომადგენლებთან  საუბრები, რომლებიც მუშაობენ საქართველოზე აქვს განცდა და მოთხოვნილება, რომ ეს მხარდაჭერის რეჟიმი უნდა იყოს მუდმივად მყარი, ხმამაღლი და იყოს ამერიკის სენატიდან, კაპიტოლიუმიდან გაჟღერებული  მრავალჯერ.  ასევე შეიქმნა კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფი და ამ ჯგუფის პირველი ნაბიჯი ამ ტექსტის ინიცირება იყო. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით ამაზე. პარლამენტიც, აღმასრულებელი ხელისუფლებაც და თამადად შეიძლება ითქვას, რომ ამ რეზოლუციის ტექსტს არანაირი პრობლემა არ ექნება. თუმცა უნდა დაველოდოთ შედეგებს, რადგან ასეთი ტიპის რეზოლუციების ინიცირება ძალიან იშვიათად ხდება თუ წინასწარ არ არის შეთანხმებული მხარდაჭერა“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics