|
2025-10-16 12:00:07, 873 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია ბიზნესისთვის ტრანსფორმაციის მიმართულებით - Global Finance
Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 26-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა — ბანკი ბიზნესისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა ტრანსფორმაციის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ეს ჯილდო იმ პრესტიჟული აღიარებების ნაწილია, რომლებიც საქართველოს ბანკმა წელს მიიღო. ბანკი ზედიზედ მეორე წელს მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკი გახდა, წელს კი ასევე გაიმარჯვა შემდეგ კატეგორიებში:
დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკს კონკურენციას უწევდნენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Bank of America, Citi, Revolut და სხვები. Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია ირჩევს. წლევანდელი გამარჯვებულები Infosys-ის – გლობალური საკონსულტაციო, ტექნოლოგიური და აუთსორსინგის ლიდერი კომპანიის ჟიურის წევრებმა შეარჩიეს, ხოლო საბოლოო სია გამოცემის რედაქციამ გამოავლინა. გამარჯვებულები შეფასდნენ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნება, ონლაინ მომხმარებელთა ბაზის ზრდა და სხვა მნიშვნელოვანი ინდიკატორები. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)