ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს მებაჟე ოფიცრებმა  საბაჟო გამშვებ პუნქტზე „კარწახი“.

" />
22:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 15:15:47, 499 ნახვა

საზოგადოება
მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები „კარწახსა“ და „ვალეში“ გამოავლინეს

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს მებაჟე ოფიცრებმა  საბაჟო გამშვებ პუნქტზე „კარწახი“.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის  მხრიდან შემოსულირანის  რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ.-ს ხელბარგში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი„ACETAMINOPHEN CODEINE“ უპოვეს, ასევე ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.ა.-ს -   ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „DIFENOKSILATE“, ხოლო ირანის  რესპუბლიკის მოქალაქე მ.ზ.-ს - ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „ACETAMINOPHEN CODEINE“ და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები „ALPRAZOLAM“  და „ADULT COLD“ - სულ 27,5 აბი.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული საქმეები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს.

ანალოგიური ფაქტები გამოვლინდა იმავე დღეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“. ამ შემთხვევებშიც ირანის რესპუბლიკის მოქალაქეების ა.ა.-ისა და ე.ს.ტ.-ის ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები „EXIR“ და „ACETAMINOPHEN CODEINE“- სულ 20 აბი - აღმოაჩინეს.ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics