|
2025-09-25 15:43:42, 2278 ნახვა
საზოგადოება
დაბა ბედიანში ცოცვის პირველი ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
28 სექტემბერს, წალკის რაიონის დაბა ბედიანი ცოცვის პირველ ფესტივალს უმასპინძლებს. სპორტული ღონისძიება ბედიანის მეკლდეურთა კლუბის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით ჩატარდება. ცოცვის ფესტივალზე შეჯიბრება ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართება - 8-10 და 11-13 წლის მოზარდებს შორის. თუმცა, ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული აქტივობა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. ფესტივალის ფარგლებში, გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები. ამასთან, ფესტივალმა საფუძველი ჩაუყარა სპორტული ცოცვის პირველი ბანაკის არსებობას, რაც სპორტსმენებს საშუალებას აძლევს ივარჯიშონ და იზრუნონ საკუთარ სპორტულ კარიერაზე. ფესტივალში მონაწილეობით, თიბისი მხარს უჭერს ახალი თაობის სპორტით დაინტერესებას და სპორტის ამ სახეობის - ცოცვის პოპულარიზაციას. მით უმეტეს, რომ ცოცვა სპორტის ოლიმპიური სახეობაა და ხელს უწყობს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. გელოდებით - ფესტივალის კარი დაბა ბედიანში კვირას, 28 სექტემბერს, 12:00 საათიდან გაიღება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)