|
2025-09-02 10:51:57, 1175 ნახვა
ეკონომიკა
ერთგული საკრედიტო ბარათის აღება და დამტკიცება უკვე რამდენიმე წუთში, თიბისის მობაილბანკიდან არის შესაძლებელი
მომხმარებელთა ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისიმ მობაილბანში ახალი ფუნქციონალი დაამატა- უკვე, ერთგული საკრედიტო ბარათის დამტკიცება და აღება სულ რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშე, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი. აქამდე, ბარათის აღებას, 2-3 სამუშაო დღე სჭირდებოდა. თუ ჯერ არ სარგებლობთ პროდუქტით, დაიმტკიცეთ ერთგული საკრედიტო ბარათის ლიმიტი ონლაინ, 2-3 წუთში. ლიმიტის დამტკიცების შემდგომ, რამდენიმე წუთი სჭირდება გენერირების პროცესს, რის შემდგომაც უკვე შეგიძლიათ ბარათის ელექტრონულ საფულეში დამატება და თანხის სურვილისამებრ განკარგვა. თიბისის მობაილბანკიდან ერთგული საკრედიტო ბარათის აღება, 30 სექტემბრის ჩათვლით, სრულიად უფასოა და არ გადაიხდით პირველი ერთი წლის საკომისიოს (წლიური საკომისიო განსხვავდება ბარათის ტიპების მიხედვით). ასევე, თუ დახარჯულ თანხას 55 დღემდე საშეღავათო პერიოდში დააბრუნებთ, არც დამატებითი გადასახადი დაგერიცხებათ. ერთგული ბარათის მაქსიმალური ლიმიტი 20,000 ლარია, საშეღავათო პერიოდი კი, მაქსიმუმ 55 დღე. დამატებით თანხას ხარჯავთ ყველგან და საქართველოში ნებისმიერი ბანკის ტერმინალზე აგროვებთ მეტ ერთგულ ქულას. 4000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში კი, 12%-მდე ქეშბექს იბრუნებთ. იყავი მიზანსწრაფული, უერთგულე სურვილებს და აიღე, ერთგული საკრედიტო ბარათი უფრო სწრაფად!
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)