18:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-28 12:51:39, 973 ნახვა

სამართალი
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ჯგუფურად შენახვა - გადაზიდვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან და სასაზღვრო პოლიციასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ჯგუფურად შენახვა - გადაზიდვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, N1 სამმართველოს (ბათუმი), მობილური ოცეულის II ჯგუფის უმცროსმა ინსპექტორმა, 1975 წელს დაბადებულმა ბ.ბ-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ მოქალაქე, 1962 წელს დაბადებულ ჯ.ლ-სთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე, სარფის სასაზღვრო გამშვები-პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოიტანა „ZUMERRET”-ის ფირმის 1 200 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის ნაწილი შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეინახეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარედ, მათ სარგებლობაში არსებულ კომერციულ ფართში, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ბ.ბ-ს და ჯ.ლ-ს პირადი და კომერციული ფართის ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics