11:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-20 14:50:10, 1026 ნახვა

პოლიტიკა
სანიკიძე- საქართველო ევროპის საბჭოდან გარიცხვის საფრთხის წინაშე დგას

„ზურაბ ჟვანიას ევროპის საბჭოში ისტორიული სიტყვებიდან 25 წლის შემდეგ, საქართველო ევროპის საბჭოდან გარიცხვის საფრთხის წინაშე დგას, ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების შეცვლაა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 წევრის განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით საგანგაშოა.

„ეს მართლაც კიდევ ერთი საგანგაშო განცხადებაა. და მისი მთავარი ადრესატი, რა თქმა უნდა, არის „ქართული ოცნება“ და პირადად ბიძინა ივანიშვილი, რომლებიც შეგნებულად ანადგურებენ ყველაფერს, რაც წლების განმავლობაში მიღწეული იქნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანება ჭეშმარიტად ეპოქალური მოვლენა იყო. ჩვენ გვახსოვს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას მიერ წარმოთქმული ლეგენდარული სიტყვები: „მე ვარ ქართველი და შესაბამისად, ევროპელი“. ეს იყო ჭეშმარიტად უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ. ახლა კი, ამ ისტორიული მომენტიდან 25 წლის შემდეგ, ჩვენ აღმოვჩნდით სიტუაციაში, სადაც განიხილება ან უფლებამოსილების შეჩერება, ან ქვეყნის ევროსაბჭოდან გარიცხვა. ეს კატასტროფაა. და ამ ყველაფრის გამოსწორების ერთადერთი გზა საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა. ივანიშვილმა შეგნებულად მიგვიყვანა აქამდე. და, ჩემი აზრით, მათი მთავრობის მიმართ ნებისმიერი მოთხოვნა უაზროა - პირიქით, ისინი მხოლოდ გაამწვავებენ სიტუაციას“, - თქვა სანიკიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics