|
2025-08-15 23:39:06, 2428 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის და პუტინის შეხვედრა დაიწყო - პირდაპირი ეთერი
აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის ოთახი ცოტახნის წინ დაატოვებინეს პრესას. ტრამპი და პუტინი სამიტის ადგილამდე ერთი და იგივე აშშ=ს პრეზიდენტის მანქანით მივლენ. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები „რია ნოვოსტი“ და „ტასი“ იუწყებიან, რომ სამიტის ადგილამდე დელეგაციის შემადგენლობაში შემავალი მაღალი თანამდებობის პირების ავტოკოლონა გაემგზავრა. პუტინის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მრჩეველმა იური უშაკოვმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ალიასკაში მყოფ დელეგაციაში შევლენ თავად უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და პუტინის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი.
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)