21:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 18:11:21, 662 ნახვა

საზოგადოება
მებაჟე ოფიცრებმა მარიხუანა და აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვები პუნქტის, „სადახლო-საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანას შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.

„მარიხუანა აღმოჩნდა კონტროლის ზონაში სომხეთის მხრიდან შემოსულ ავტომობილში, რომელსაც სომხეთის მოქალაქე ბ.ა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კრიმინალური პოლიციის მარნეულის რაიონული სამმართველოს.

იმავე დღეს, მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს საბაჟო გამშვები პუნქტზე „სარფი“. 55 აბის უკანონოდ შემოტანას თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქე რ.ა. ცდილობდა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს.

ანალოგიური ფაქტი მოხდა 20 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „მტკვარი“. აზერბაიჯანის  მოქალაქე ვ.გ.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული  ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონულ სამმართველოს“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics