21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 15:40:19, 582 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

"ჩვენო თანამოქალაქენო, გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს. გილოცავთ ახალი წლის დადგომას, გაზაფხულის შემოსვლას; გილოცავთ განახლების, სიყვარულის, სიხარულის დღესასწაულს. ნოვრუზ ბაირამნეზ მუბარეკ!"– პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული პირადად მიულოცა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა სპეციალურად ამ დღისთვის მარნეულის ცენტრალურ ქუჩაში  სახელდახელოდ მოწყობილი ეთნო კუთხე, ტრადიციული ტკბილეულის სუფრა, ნახატებისგამოფენა და სანახაობები დაათვალიერა.

„ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამ საერთო, ის, რაც გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი საერთო სამშობლოს უკეთესი მომავლის შენება. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვყავს ამდენიპატრიოტი ჩვენს ქვეყანაში. დღეს ჩვენ ვნახეთ გაღიმებული სახეები, ამაღლებული განწყობა, მომავლის იმედი და ჩვენი ყველას ერთად მოვალეობაა, რომ ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა, უკეთესი მომავალი. ჩვენგვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი აწმყო და ჩვენ ერთი ნათელი უკეთესი მომავალი უნდა ავაშენოთ. გილოცავთ! გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics