12:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-21 10:51:42, 1992 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ბურჯანაძე - პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე „ოცნება“ ეუთო/ოდირს მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობას არ აძლევს

პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე „ოცნება“ ეუთო/ოდირს არ აძლევს მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობას, - ამის შესახებ კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირის“ წევრი, იურისტი, გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოდირი მზადყოფნას გამოხატავს საჭირო თანხმობის შემდეგ პოლიტიკური პატიმრების პროცესების მონიტორინგი განახორციელოს, თუმცა დეკემბრის შემდეგ თანხმობა არ გაცემულა.

„პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე ეუთო/ოდირი საქართველოში მოიწვია სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის დეკემბერში.

ოდირის მეთოდოლოგიით, ის სასამართლომ უნდა დაუშვას პროცესებზე და მათი თანხმობა არის საჭირო. დეკემბრის შემდეგ ეს თანხმობა არ იქნა გაცემული.

ოდირი მზადყოფნას გამოხატავს საჭირო თანხმობის შემდეგ განახორციელოს პოლიტიკური პატიმრების პროცესების მონიტორინგი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესების დახურვის შემდეგ.

2013 წელს, „ოცნებამ“ თვითონ მოიწვია ეუთო ოდირი პროცესების მონიტორინგისთვის და საინტერესოა, თუ მაშინ არ ჰქონდათ რამე დასამალი, დღეს რა აქვთ?“, - წერს ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics