|
2016-03-21 11:12:56, 418 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში რეგიონში არსებულ მიგრაციულ გამოწვევებზე მსჯელობენ
პარლამენტში სამხრეთ კავკასიასა და რეგიონში მიგრაციის გამოწვევებზე მსჯელობენ. ამ თემით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ორდღიანი სხდომა გაიხსნა. „ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს ევროპის საბჭოს ქვეყნებისგან არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით,“- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა. კომიტეტის სხდომას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარიც ესწრება. „მთავარი პრობლემა რაც გვაქვს ესაა 270 ათასამდე დევნილი, რომელთა უმრავლესობასაც დღემდე არ აქვს საცხოვრებელი და ამას დაემატა მიგრაციის კრიზისი,“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის წევრები სოფელ ხურვალეთში ჩასვლას და ე.წ. სასაზღვრო ზოლის და წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების მონახულებას გეგმავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)