13:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-04 20:20:02, 789 ნახვა

პოლიტიკა
ჭყონია კობახიძესთან შეხვედრაზე -მაგრამ ოპტიმიზაცია იქნება, უსაქმურების შემცირება იქნება

მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების და ირაკლი კობახიძის შეხვედრა დასრულდა.

როგორც ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვან გეგმებზე და სტარტეგიებზე არ უსაუბრიათ და მხოლოდ ბიზნესზე ზოგადი საუბრებით შემოიფარგლნენ.

მისი თქმით, “მსგავსი შეხვედრები ბიზნესს აძლევს მოტივაციას და მეტი არაფერი.“

გადაგვიხადა მადლობა გადასახადების სწორ გადახდაში, ბიუჯეტის შევსებაში. რამე სკანდალი არ ყოფილა. ძირითადად ბიზნესზე იყო საუბარი, პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა. საინტერესო იყო,როგორ გავახმაურო არ ვიცი, შესაძლოა, უხერხულია, მაგრამ ოპტიმიზაცია იქნება, უსაქმურების შემცირება იქნება, სახელმწიფოში ბევრი უსაქმური ყოფილა, ეგ კი ვიცოდით, მაგრამ ახლა ხდება შემცირება. პროგრამული და კრიზისიდან გამოსვლის თემები არ ყოფილა. როგორ შეიძლება თქვა, რომ ქვეყანაში არ არის კრიზისი, ყველგანაა, გააჩნია, რას დაარქმევ მას. ასეთ შეხვედრებზე, მგონია, რომ გეგმებზე, პრეზენტაციებზე და სტრატეგიებზე არ საუბრობენ. ,- თქვა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics