21:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-20 10:11:40, 570 ნახვა

საზოგადოება
პრემიერმა ქართველ მორაგბეებს გამარჯვება მიულოცა

 „მეტი, ვიდრე სპორტი“ - ასე შეაფასა მატჩი  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ქართველ მორაგბეებს, ნაკრების მწვრთნელსა და რაგბის გულშემატკივრებს გამარჯვება მიულოცა.

„ეს იყო მართლაც გმირული თავგანწირვა, რომელმაც ძალიან დიდი წარმატება მოიტანა. მინდა, მივულოცო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, სპორტსმენებს, მათ მწვრთნელს და მინდა, მადლობა გადავუხადო ამხელა გმირობისა და თავდადებისთვის. ეს მარტო სპორტი აღარ არის, ეს არის ეროვნული სულისკვეთების გამოხატულება და ძალიან ამაყი ვარ დღევანდელი დღით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ერთა თასის 2016 წლის გამარჯვებულია. 38:9 - ამ ანგარიშით დაამარცხეს „ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები. ქართველმა მორაგბეებმა, ევროპის ერთა თასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასიც მოიპოვეს, რომელიც, ტრადიციულად, საქართველო-რუმინეთის ნაკრებთა დაპირისპირებაში თამაშდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics