|
2025-07-01 11:57:57, 554 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიაზე - თვალის დაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი
იმუნიტეტი რაიმე ღვთიური აბჯარი არ არის, ჩვეულებრივი უმრავლესობით მისი მოხსნაც შეუძლია პარლამენტს - „შატალოზე“ არიან რეალურად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მანდატებს დაკარგავენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გიორგი გახარიასთვის საპარლამენტო მანდატებისა და იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ადამიანები „შატალოზე“ არიან რეალურად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მანდატებს დაკარგავენ.“ „იმუნიტეტი რაიმე ღვთიური აბჯარი არ არის, ჩვეულებრივი უმრავლესობით მისი მოხსნაც შეუძლია პარლამენტს. ასე რომ, აქაც პრობლემა არ იქნება და არც იქნებოდა არასდროს თუკი პარლამენტის წევრი ჩადის დანაშაულს და პროკურატურას შესაბამისი მტკიცებულებები და შუამდგომლობა აქვს, სხვა დროსაც მოგვიხსნია იმუნიტეტი - მათ შორის, გიორგი გახარიას დაჟინებული მოთხოვნით მოვუხსენით ნიკა მელიას იმუნიტეტი. ასე რომ, იმუნიტეტი დამნაშავეებს არ იცავს. რაც შეეხება მანდატებს - ეს მანდატები მათ თავად გაიუქმეს. პარლამენტი გადაწყვეტილებას მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით მიიღებს. როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ადამიანები და მათ ჰქონდათ თავისი მხარდაჭერა 2024 წლის არჩევნებზე, ღალატობს თავის ამომრჩეველს, „შატალოზე“ არიან რეალურად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა მანდატებს დაკარგავენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა გახარიაზე და აღნიშნა, რომ „ეს ადამიანი თვალის დაპაჭუნებაში გაქრა“. „რაც შეეხება მის საგამოძიებო კომისიისგან დამალვას და ასევე მოულოდნელ ქვეყნიდან გასვლას, რაზეც ვხედავთ, რომ მისი თანაპარტიელებიც ვერ სცემენ პასუხს თუ როდის დაბრუნდება. პირველად გავიგე ადამიანი დაგეგმილ შეხვედრებზე მიდიოდეს და ცალი მხარის ბილეთი ჰქონდეს ნაყიდი და უკან დასაბრუნებელი ბილეთი არა. ეს ხომ აბსურდია? მის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ თვალის დაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი და ვნახოთ. გამოჩნდა, რომ როგორ სახედაც მის მიმდევრებს უნდოდათ, რომ დაეხატათ - მამაცი, გამბედავი ადამიანისა - აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივად იპარება, როცა ფიქრობს, რომ რაღაც გამოწვევები შეიძლება არსებობდეს. არ ვიცი, რისი შეეშინდა, მაგრამ როგორც 2021 წელს შეეშინდა და „ქართული ოცნებიდან“ გაიპარა, როგორც ჩანს, ახლაც რაღაცის შეეშინდა და გაიპარა საკუთარი პარტიიდან. არაფერი საშიში არ არის, საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა, ჩვეულებრივი გარემო იყო. არ ვიცი, რა პრობლემა იყო, რომ კვლავ მისულიყო და შესაბამისი განმარტებები მიეცა. რადგან ასეთი შიში აქვს დისტანციურ ჩართვაზეც დათანხმდა კომისია და ხვალ მოვისმენთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)