|
2025-06-30 11:46:27, 708 ნახვა
ეკონომიკა
განათლების გზაზე არ გაჩერდე - Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატების რჩევები
საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება აშშ-ში სამაგისტრო საფეხურზე სურთ, შესაძლებლობას აძლევს, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და მიიღონ როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების სრული დაფინანსება. საქართველოს ბანკმა უკვე გამოვლინდა 16 სტიპენდიატი. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. განათლების გზაზე არ გაჩერდე - 2026-2027 წლების Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 2025 წლის 1 აგვისტომდე მიმდინარეობს. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს. თუ განათლების მიღება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში გსურთ... გვანცა დოლბაია ნოტრ დამის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და სადოქტორო საფეხურისთვის ემზადება: ,,პირველი რამდენიმე კვირა ამერიკაში ძალიან ამაღელვებელია, სრულიად უცხო გარემოში ხარ. ეგუები ახალ ქალაქს, ხალხს, უნივერსიტეტს…ჩემს უნივერსიტეტში ყველაზე მეტად მომწონს საგნების არჩევის თავისუფლება. ლექციებს წამყვანი სპეციალისტები გვიკითხავენ, სწავლა ძალიან დატვირთული და ემოციურია, თუმცა სხვა აქტივობებშიც ვერთვები და ყველანაირად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღო. ვისაც უნდა აპლიკაციის შევსება და ჰგონია რომ არ გამოუვა, ვეტყვი, რომ ყველას გვაქვს გამოვლილი ნეგატიური ფიქრების ეტაპი, როდესაც გვეგონა, რომ ფულბრაიტის ფინალისტობა შორეული, მიუღწევადი მიზანი იყო, თუმცა ეს ასე არ არის. მთავარია გწამდეს იმის, რასაც აპლიკაციაში წერ. საკუთარი საქმის სიყვარული და გულწრფელი მოტივაცია აუცილებლად მოგიტანს წარმატებას“. იაკობ დადვანი Texas A&M უნივერსიტეტში ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს, პარალელურად კი აკადემიურ საქმიანობაშია ჩართული. იაკობი როგორც ქართულ, ასევე, უცხოურ კვლევით ორგანიზაციებში ხშირად აქვეყნებს სტატიებს: „ყველას და განსაკუთრებით იმათ, ვისაც აშინებს აპლიკაციის შევსების ხანგრძლივი პროცესი, ვურჩევდი, აუცილებლად სცადონ. დასაკარგი არაფერია და ამ პროცესში ჩართვაც კი გამოცდილების მომტანია. უმნიშვნელოვანესია, აპლიკაციის შევსებისას სრულყოფილად ისაუბრო საკუთარი ისტორიის შესახებ და არ იყო შაბლონური. TOEFEL-ისა და GRE გამოცდებისთვის მომზადებაც საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ მზად უნდა იყო, დიდი დრო და ენერგია დაუთმო ამ გამოცდებს“. მერი ქადაგიძე ვაშინგტონის უნივერსიტეტის სიეტლის კამპუსში სწავლობს განათლების ლიდერობისა და ორგანიზაციული პოლიტიკის მიმართულებაზე: „სიეტლი მრავალფეროვანი და საინტერესო ქალაქია ნებისმიერი ინტერესის ადამიანისთვის. რაც შეეხება უნივერსიტეტს, კამპუსი და საუნივერსიტეტო ქალაქი იდეალურადაა მოწყობილი, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მდიდარი სასწავლო რესურსები და მსოფლიოს ბიბლიოთეკების სისტემებთან კავშირი. იმედი მაქვს, რომ ბევრი სტუდენტი შეძლებს საქართველოდან ამ პროგრამის სიკეთეებით სარგებლობას და მიღებული ცოდნით საქართველოში სხვადასხვა სფეროს განვითარებას. ადგილობრივი პერსპექტივიდან, მნიშვნელოვანია, რომ კარგად იცნობდე შენს პროფესიას აშშ-ის კონტექსტში, ამიტომ ღირს კვლევაში ძალისხმევის ჩადება. ასევე, ყველას ვურჩევდი, რომ საკონკურსო პროცესს ისე მიუდგნენ, როგორც გამოცდილებას, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებენ”. Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)