14:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 13:56:05, 738 ნახვა

პოლიტიკა
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონიდან იმ მუხლის ამოღებაც იგეგმება, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონიდან იმ მუხლის ამოღებაც იგეგმება, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება.

საუბარია კანონის მეოთხე მუხლზე, რომლის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ამავე მუხლის მიხედვით, მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით, ხოლო მოწოდება პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ იწვევს, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

აღნიშნულ მუხლზე ყურადღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ გაამახვილა. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, „ამ მუხლს აუცილებლად გამოიყენებენ“.

„ეს რანაირად გამოვა?“ - იკითხა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მომხსენებელმა დავით მათიკაშვილმა ჯაფარიძეს უპასუხა, რომ აღნიშნული მუხლი კანონპროექტიდან ამოღებულია.

„ინიციატორმა აღნიშნული მუხლის ამოღება გაითვალისწინა. ახლა გავითვალისწინებთ, რომ ასეთი დათქმა აღარ არსებობდეს“, - განაცხადა მათიკაშვილმა ვიქტორ ჯაფარიძის პასუხად.

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics