|
2025-06-24 18:55:50, 767 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - მზად ვარ მივიღო გარეგინ II და დავუმტკიცო, რომ წინადაცვეთილი არ ვარ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამოთქვა მზაობა, პატრიარქ-კათალიკოს, გარეგინ II-ს დაუმტკიცოს, რომ წინადაცვეთილი არ არის. ამის შესახებ ფაშინიანი ტელეგრამ-არხზე წერს. "კტრიჩ ნერსისიანის (გარეგინ II-ს საერო სახელი) პრესმდივანმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მე, სავარაუდოდ, წინადაცვეთილი ვარ. მზად ვარ მივიღო კტრიჩ ნერსისიანი და მისი პრესმდივანი და დავუმტკიცო საპირისპირო. მან კი საბოლოოდ უპასუხოს კითხვას, დაარღვია თუ არა მან უქორწინებლობის აღთქმა. ჰყავს თუ არა შვილი?". - წერს ფაშინიანი. ფაშინიანის მთავრობასა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიას შორის ურთიერთობა 2020 წლის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ეკლესიამ ყარაბაღის ომში და ომის შემდგომ პერიოდში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააკრიტიკა. გასული წლის გაზაფხულზე კი სომხეთში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი უძღვებოდა წინ. კერძოდ, გალსტანიანი საპროტესტო აქციებს სათავეში 19 აპრილს შემდეგ ჩაუდგა, როდესაც სომხეთის პრემიერმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანს ტავუშის ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთზე კონტროლის დაბრუნების უფლებას მისცემდა. აღსანიშნავია, რომ აქციების დროს პატრიარქმა გალსტანიანი საეპარქიო მოვალეობებისგან გაათავისუფლა და საეკლესიო წოდებაც შეუნარჩუნა, რამაც მთავრობაში უკურეაქცია გამოიწვია. ფაშინიანის მთავრობამ ეკლესიისთვის საგადასახადო შეღავათების გადახედვის პროცესი დაიწყო. 30 მაისიდან მოყოლებული კი ფაშინიანმა Facebook-ზე არაერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომლებშიც იგი სომხეთის პატრიარქ-კათალიკოსს, გარეგინ II-ეს, უქორწინებლობის აღთქმის დარღვევაში სდებდა ბრალს და მას საეკლესიო სამსახურის დატოვებისკენ მოუწოდებდა. "წმინდა ეჯმიაწინის მთავარმა საკათედრო ტაძარმა გარკვევით უნდა უპასუხოს კითხვას, დაარღვია თუ არა გარეგინ II-მ უქორწინებლობის აღთქმა და ჰყავს თუ არა მას შვილი? კითხვაზე პასუხი დაუყოვნებლივ უნდა გაეცეს," წერდა სომხეთის პრემიერი ერთ-ერთ პოსტში.
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)