17:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-24 16:53:28, 713 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გამოცდას 2030 წლისთვის შეძლებს

რუსეთი ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გამოცდას 2030 წლისთვის შეძლებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტის დაწყებამდე გამართულ ფორუმზე განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გამოცდას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შეძლებს. 2030 წლისთვის ევროპას ყველაფერი უნდა ჰქონდეს, რაც შეკავებისთვის საჭიროა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, სამხედრო მარაგების შეძენის მიზნით ევროკავშირი „ხელსაყრელ პირობებს“ როგორც ორგანიზაციის ფარგლებში, ასევე მის გარეთაც შექმნის.

„მთელი ევროპა ცვალებადი საერთაშორისო რეალობის წინაშე დგას. წარმოების გაზრდა რეკორდულ დროში მოვახერხეთ. ევროპის თავდაცვამ საბოლოოდ გაიღვიძა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics