14:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-24 12:02:44, 711 ნახვა

პოლიტიკა
თაზო დათუნაშვილი - საქართველოს უახლეს ისტორიაში პოლიტპატიმრების ისტორიული რეკორდი არის

საქართველოს უახლეს ისტორიაში პოლიტპატიმრების ისტორიული რეკორდი არის. ჩვენ გვყავს ხელისუფალი, რომელმაც ყველა პოლიტიკური ოპონენტი ჩასვა ციხეში. ეს არის გაცხადებული შიშის ქრონიკები,- ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში განუცხადა, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან, დროებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი ვაშაძის არ გამოცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, 21-ე საუკუნის „წითელ ტერორს“ ვადევნებთ თვალს.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში პოლიტპატიმრების ისტორიული რეკორდი არის. ჩვენ გვყავს ხელისუფალი, რომელმაც ყველა პოლიტიკური ოპონენტი ჩასვა ციხეში. ეს არის გაცხადებული შიშის ქრონიკები. ჩვენ ვიცით, რომ ტარგეტირებული მტრები ვართ, არ ვართ პოლიტიკური ოპონენტები. როგორც მტრებს ისე გვიყურებს ივანიშვილი და გვექცევა. ეს რეპრესიები, ლიდერების დაჭერა, ყველა კანონი, რითაც საზოგადოებას ზღუდავენ, თავდასხმები, ამ ყველაფრის მიზანია საზოგადოების დაშინება. უნდათ ერთის დაჭერის და რეპრესიის მაგალითზე ათი და ასი დააშინონ, 21-ე საუკუნის წითელ ტერორს ვადევნებთ თვალს“,-აღნიშნა დათუნაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics