|
2025-06-20 16:50:16, 979 ნახვა
ეკონომიკა
Prime მომსახურება ბიზნესპარტნიორებისთვის - მომხმარებელზე ზრუნვის ახალი სტანდარტი „თეგეტა ბიზნესისგან“
„თეგეტა ჰოლდინგი“ მომხმარებელზე ზრუნვის ახალ ეტაპზე გადადის და სტრატეგიულ კორპორაციულ მომხმარებლებს Prime მომსახურებას სთავაზობს. „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში შექმნილი ახალი პროდუქტი გათვლილია იმ კორპორაციულ მომხმარებლებზე, რომლებიც მართავენ დიდ ავტოპარკს და მაქსიმალურად ეფექტური საოპერაციო მოდელი ესაჭიროებათ. ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომა ბიზნესს საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. „თეგეტას“ Prime მომსახურება პასუხობს კორპორაციული მომხმარებლების უმნიშვნელოვანეს საჭიროებებს: პროცესების კოორდინაცია, სერვისის სტატუსების კონტროლი და ინფორმაციის დროული მიღება. პარტნიორ კომპანიას ენიშნება Prime მენეჯერი — ინდივიდუალური საკონტაქტო პირი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოპარკის უწყვეტ, გეგმურ და ეფექტიან მომსახურებას. ის უზრუნველყოფს როგორც სერვისის დაგეგმვასა და ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგს, ისე ხარჯებისა და დატვირთვის ანალიზს და დოკუმენტაციის მართვას, რაც შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ისე ფილიალში ვიზიტისას. ნათია ნასრაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მთავარი საოპერაციო ოფიცრის მოადგილე: „Prime მომსახურება ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ავტოპარკის მართვა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანოს — ზუსტად, ეფექტურად და პარტნიორულად. იმ კომპანიები, რომლებსაც თეგეტასთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, ფლობენ დიდ ავტოპარკს და აქვთ მუშაობის განსხვავებული სპეციფიკა, ვთავაზობთ რეალურ საჭიროებებზე მორგებულ გამოცდილებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი, რომელსაც თეგეტასგან იღებენ, არის ავტოპარკის ინდივიდუალურად შესწავლა და ამის შესაბამისად, მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიღება. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, რომელიც გავლენას ახდენს თითოეული ავტომობილის ცვეთასა და ოპერირებისთვის საჭირო სარეგლამენტო სერვისებზე. Prime-ის მთავარი უპირატესობა პრევენციულ მიდგომაშია — მომხმარებელი აღარ ელოდება პრობლემას, მან ზუსტად იცის, როდის უნდა ჩაუტარდეს ავტომობილს გეგმური სერვისი ან ტექნიკური შემოწმება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვეულია გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან და მაქსიმალურად ზოგავს ავტომობილის სერვისზე მოცდენის დროს. ანალიტიკისა და რეპორტინგის საშუალებით კომპანია ზუსტად ხედავს თავის ხარჯებს და იღებს გადაწყვეტილებას, როდის დაგეგმოს ცვლილება კონკრეტულ ავტომობილთან დაკავშირებით“.
ახალი მომსახურებისთვის სპეციალურად შეირჩნენ Prime მენეჯერები, რომლებიც ამ მიმართულებით უკვე ფლობენ მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას. ისინი კარგად იცნობენ როგორც სერვისის სტანდარტებს, ისე ავტომობილების აგებულებასა და პრემიუმ პროდუქტების სპეციფიკას. ისინი უზრუნველყოფენ თეგეტას სერვისცენტრებში პრიორიტეტულ რიგს Prime მომსახურების ფარგლებში, რათა მომხმარებლის ავტომობილი რაც შეიძლება ნაკლები დროით დაყოვნდეს შესაკეთებლად. Prime სერვისი ასევე მოიცავს პროდუქტების ინდივიდუალური მარაგის შექმნას, მობილურ სერვისზე შეუზღუდავ წვდომას 24/7-ზე, სპეციალურ ფასებს, წვდომას შეზღუდულ შეთავაზებებზე და ხელსაყრელ პირობებს ახალი პროდუქტებისთვის. Prime მომსახურების დანერგვას „თეგეტა“ გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მდებარე ფილიალიდან იწყებს, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური სერვისჰაბია. ბიზნესპარტნიორებისთვის სერვისი ოფიციალურად 1 ივლისიდან ამოქმედდება, წლის ბოლომდე კი აღნიშნული მომსახურება ეტაპობრივად გავრცელდება „თეგეტა მოტორსის"თბილისის ცენტრალურ ფილიალში, ბათუმსა და ქუთაისში.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)