|
2025-06-18 18:05:44, 987 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind ვორკშოპს “ფინტექის მომავალი AI-ის ეპოქაში“ გამართავს
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განათლების შესაძლებლობების შექმნით განაგრძობს. ამჯერად, ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, Startup Grind-თან თანამშრომლობით, 19 ივნისს ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება თემაზე — „ფინტექის მომავალი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“. ღონისძიებას გაუძღვება შილ მოჰნოტი — ფინტექ ინვესტორი და Better Tomorrow Ventures-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც არაერთი მილიარდდოლარიანი სტარტაპის შექმნასა და გლობალურ განვითარებაში შეიტანა წვლილი. ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
ვორკშოპი 19 ივნისს 10:00 საათზე, თბილისში, ჭავჭავაძის 37 მ-ში გაიმართება. სესია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს ღონისძიებაზე დასწრება 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. ბილეთები ხელმისაწვდომია Startup Grind-ის ვებგვერდზე. ცნობისთვის, ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში იმართება, რომელიც ბიზნესის მხარდამჭერ საგანმანათლებლო პროექტებს, პრაქტიკულ ვორქშოპებსა და თემატურ ღონისძიებებს აერთიანებს, რაც ბიზნესებს თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)