15:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-17 15:25:42, 618 ნახვა

პოლიტიკა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უქმდება - უფლებამოსილებას მთავრობა გადაიბარებს

მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს. შესაბამისი ინფორმაცია ადმინისტრაციამ გაავრცელა.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1 სექტემბრიდან გაუქმდება, ხოლო მისი უფლებამოსილებები საქართველოს მთავრობას გადაეცემა.

„პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, ცვლილებები შევა კანონში „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებები საპარლამენტო მმართველობის მოდელს ეფუძნება და მიზნად ისახავს ეროვნული უსაფრთხოების საკითხების აღმასრულებელ დონეზე ეფექტიანად მართვას.

საბჭოს გაუქმების შემდეგ შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის პროცესს უზრუნველყოფს. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს თავად საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

გარდა ამისა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აქტივები – მათ შორის, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლება – შესაბამის უწყებებს სალიკვიდაციო კომისიის მეშვეობით გადაეცემა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics