|
2025-06-16 11:41:10, 903 ნახვა
ეკონომიკა
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
PSP-ს აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება, რაც გულისხმობს მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შვეიცარიული კომპანიის „მიკროლაიფის“ უზუსტესი წნევის საზომი აპარატებით დიაგნოსტიკას. „მიკროლაიფის“ მოწყობილობების სიზუსტე, სანდოობა და ინოვაციური ტექნოლოგიები, საშუალებას იძლევა, აღმოვაჩინოთ სხვა დარღვევები და დროულად მივმართოთ ექიმს. ტონომეტრების მოდელების მრავალფეროვანი არჩევანი: მაჯის და მხრის, ავტომატური და ნახევრადავტომატური, PC კავშირით და სხვ. მარტივი და მოსახერხებელია სახლის პირობებში გამოყენებისთვისაც. ასე მაგ., AFIB ტექნოლოგია გაზომვისას ამოიცნობს არითმიის რისკს. ამ უნიკალური ტექნოლოგიის გამო, ითვლება "Microlife” ინსულტის პრევენციის პირველ ნაბიჯად. მარტივი და კომფორტული ინტერფეისი, Touch ეკრანები და დიდი ციფრები – შესაფერისია ყველა ასაკისთვის, მათ შორის უფროსი თაობისთვის. ტონომეტრი ავტომატურად აკეთებს სამ გაზომვას და აჩვენებს საშუალო მნიშვნელობას, რაც ამცირებს ცდომილებას. ზოგ მოდელში ინტეგრირებული Bluetooth საშუალებას იძლევა მომხმარებელმა მარტივად გადაიტანოს მონაცემები მობილურში და/ან გაუზიაროს ექიმს. ყველა მოდელი ტესტირებულია კლინიკურად (ESH, BHS, MAM ) და გამოირჩევა მაღალი სიზუსტით როგორც ექიმებისთვის, ასევე საოჯახო გამოყენებისთვის. მონიტორინგის შედეგად არითმიის რისკის აღმოჩენისას, აქციის ფარგლებში, მომხმარებელს გადაეცემა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგის კონსულტაციის 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი, ივლისის ბოლომდე სარგებლობისთვის. მონიტორინგის დღეები იწყება თბილისში, 17 ივნისს პეკინის N14-ში მდებარე PSP აფთიაქში და გავრცელდება სხვადასხვა უბანში, ასევე ეტაპობრივად ჩატარდება რეგიონებში. მომხმარებლებს განრიგის ნახვა შეუძლიათ PSP-ს ოფიციალურ გვერდებზე www.psp.ge და https://www.facebook.com/psp.ge „მიკროლაიფი“ (Microlife) მსოფლიო ლიდერია სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურის წარმოებაში. არტერიული წნევის მონიტორების, ციფრული თერმომეტრების და ნებულაიზერების შვეიცარიული ხარისხი და სიზუსტე, განაპირობებს ამ აპარატურის მიმართ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექიმების მაღალ ნდობას.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)