|
2025-06-14 14:46:13, 1067 ნახვა
მსოფლიო
Air India-ს რეისზე მყოფი 242 მგზავრიდან ავიაკატასტროფას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა
12 ივნისს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად Air India-ის რეისზე მყოფი 242 მგზავრიდან მხოლოდ ერთი, 38 წლის ვისვაშ კუმარ რამეში გადარჩა. ინდოეთის დასავლეთ ნაწილში, გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტიდან გაფრენილმა Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა აფრენისთანავე განიცადა. თავდაპირველად გადარჩენილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა, თუმცა საბოლოოდ Air India-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ავიაკატასტროფას ერთი ადამიანი გადაურჩა და ის საავადმყოფოში გადის მკურნალობას. "ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ცოცხალმა გამოვაღწიე, ვფიქრობდი, რომ მეც მოვკვდებოდი". თქვა რამეშმა ინდოეთის სახელმწიფო მაუწყებელ, Doordarshan-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ის თვითმფრინავის საავარიო გასასვლელთან იჯდა, როდესაც აფრენიდან 5-10 წამში თვითმფრინავის წინა ნაწილი შენობებს შეეჯახა და შემდეგ ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რამეშის მონათხრობის მიხედვით, ავარიის შემდეგ მან უსაფრთხოების ღვედი მოიხსნა და თვითმფრინავიდან გამოსვლა სცადა. "როდესაც ჩემი კარი გატყდა, დავინახე, რომ გასასვლელი იყო. მეორე მხარეს ხალხს არ შეეძლო გასვლა, რადგან ის კედელზე იყო შეჯახებული". - აღნიშნა რამეშმა. თვითმფრინავიდან გამოღწევის შემდეგ მან საკუთარ ოჯახის წევრებთან ზარი განახორციელა. რამეში ბრიტანეთის მოქალაქეა და ინდოეთიდან ინგლისში საკუთარ ძმასთან ერთად ბრუნდებოდა, რომელიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. მედიის ცნობით, ბორტზე 169 ინდოეთის, 53 ბრიტანეთის, 7 პორტუგალიის და ერთი კანადის მოქალაქე იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)