15:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-13 21:13:58, 1134 ნახვა

პოლიტიკა
ლელო - სოლიდარობა ნიკა გვარამიას! თავისუფლება ყველა ძველ და ახალ პოლიტიკურ პატიმარს!

„ქართული ოცნების“ უსამართლო და უკანონო ქმედებები დააჩქარებს ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს! - ამის შესახებ ნათქვამია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნება" ყოველდღიურად ამძაფრებს ბრძოლას თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ.

„კიდევ უფრო ამძიმებს რეპრესიულ კანონმდებლობას, პატიმრობას უსჯის სამოქალაქო აქტივისტებს, აპატიმრებს პოლიტიკურ ლიდერებს, ემუქრება მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას, უკიდურესად ზღუდავს აზრის თავისუფალ გავრცელებას და ჰგონია, რომ ასე შეინარჩუნებს მითვისებულ ძალაუფლებას.

ეს ილუზია ივანიშვილის რუსულ რეჟიმს მალე დაემსხვრევა.

სოლიდარობა ნიკა გვარამიას! თავისუფლება ყველა ძველ და ახალ პოლიტიკურ პატიმარს!“ - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics