15:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-12 21:28:27, 951 ნახვა

პოლიტიკა
მათე დევიძისთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილებმა თსუ-ს მიმდებარედ გადაინაცვლეს

მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.

მელიქიშვილის გამზირის შემდეგ მოქალაქეებმა ჭავჭავაძის გამზირიც გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მსჯავრდებულ მათე დევიძის და აქციების დროს დაკავებულ სხვა მოქალაქეებს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ძირს ივანიშვილის რეჟიმი, ძირს უსამართლო სასამართლო”.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა ერთობლივად შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

ინფორმაციისთვის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics