|
2025-06-12 13:02:37, 693 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქ“ სტატუსებზე - ზიზღის ენა, რომელიც იმპორტირებულია, გარედან მოდის, უნდა შეჩერდეს
ამ ადამიანების აზროვნება გამრუდებულია - ესენი არიან ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებსაც გარედან იყენებენ იმისთვის, რომ ზიზღი დათესონ საქართველოში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსების გამო ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლოში დაბარებას შეეხებოდა. პაპუაშვილის თქმითვე, „ამ ადამიანებს სიძულვილისთვის გარედან მართულად, დაფინანსებით, ხელშეწყობითა და ტაშის დაკვრით იყენებენ, რათა ეს სიძულვილის კამპანია გაგრძელდეს“. „ამ ადამიანების აზროვნება გამრუდებულია. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, ესენი არიან ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებსაც გარედან იყენებენ იმისთვის, რომ ზიზღი დათესონ საქართველოში. გულწრფელი ემოციური დაზიანებული ადამიანებიც არსებობენ, თავისუფალი ხალხი რომ არის ზოგიერთი. საქმეც ესაა, მოწყვლადი ადამიანების ჯგუფია. მათ შორის, ამის წინ, ტრამპმა განაცხადა, რომ თუ კი რაიმეში ევროკავშირის საელჩომ ფული უნდა დახარჯოს, უნდა დახარჯოს ამ ადამიანების ბრაზის მართვის თერაპიაში. იმიტომ, რომ ემოციურად დაზიანებული მოწყვლადი ადამიანები არიან. ამ ადამიანებს სიძულვილისთვის გარედან მართულად, დაფინანსებით, ხელშეწყობითა და ტაშის დაკვრით იყენებენ, რათა ეს სიძულვილის კამპანია გაგრძელდეს. რამდენჯერაც სიძულვილის ფაქტები მოხდა, იმდენჯერ გამოვიდა ხან ევროკომისიის პრესსპიკერი, ხან რომელიღაც ელჩი, ხან რომელიმე კომისარი და ყოველ ჯერზე, ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო მარიამ ლაშხზე მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით თავდასხმა, სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ხალხს, რომელიც ამას ჩადიან. ეს არის მიზეზშედეგობრივი კავშირი. აშშ-ის წინა ელჩს უყვარდა ხოლმე იმის თქმა, რომ ეს არის სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან გადმოწერილი. ზუსტად, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან გადმოწერილი სქემაა, როდესაც სხვა საზოგადოებაში სოციალური ქსელის მეშვეობით დაპირისპირების შემოღება გსურს“,- განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმითვე, „ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარედან იმპორტირებული ზიზღის ენა შეჩერდეს“. „ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზიზღის ენა, რომელიც გარედან, უცხოეთიდან არის შემოტანილი და იმპორტირებულია, ეს იმპორტირებული ზიზღის ენა შეჩერდეს. მეორე მხრივ, ეს ადამიანები, ვის წინააღმდეგაც საჩივრებია, მხოლოდ ინსტრუმენტები და შემსრულებლები არიან. სინამდვილეში, ეს არის ერთიანი კამპანია, რომელიც გარედან არის დაფინანსებული და შემოტანილი. ამიტომ, მოპასუხეები არ არიან ეს ინსტრუმენტები, რომლებიც სოციალურ ქსელში თავის ბოღმას ანთხევენ, არამედ ის დონორები, ის ელჩები არიან, რომლებიც ახალისებენ, აფინანსებენ და მხარს უჭერენ ამ სიძულვილის კამპანიას“,- განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის. სოციალურ ქსელში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დაკავშირებით დაწერილი სტატუსების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინა და გამოქვეყნებული სტატუსების გამო მათ დაჯარიმებას ითხოვს.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)