|
2025-06-10 11:27:14, 745 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - რუსეთი ნებისმიერ მნიშვნელოვან სამშვიდობო ძალისხმევას უარყოფს, ამიტომ დამანგრეველი სანქციები უნდა დაუწესდეს
რუსეთი ნებისმიერ მნიშვნელოვან სამშვიდობო ძალისხმევას უარყოფს, ამიტომ დამანგრეველი სანქციები უნდა დაუწესდეს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა 10 ივნისის ღამეს რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო იერიშებს. „რუსული ტერორის მორიგი ღამე უკრაინაში. კიევსა და ოდესაზე ასობით დრონისა და ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით მძიმე თავდასხმები განხორციელდა. რუსებმა სამშობიარო სახლსა და საცხოვრებელ კორპუსებს დაარტყეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაშავდა“, - განაცხადა ანდრეი სიბიგამ. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ახლავე უნდა დაწესდეს. „რუსეთი ნებისმიერ მნიშვნელოვან სამშვიდობო ძალისხმევას უარყოფს, ამიტომ ახალი დამანგრეველი სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდეს. ლოდინის დრო აღარ არის. ენერგო სექტორი, ნავთობის ფასებზე ლიმიტის დაწესება, საბანკო სექტორი და მეორადი სანქციები ყველაზე მგრძნობიარე სფეროებია“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, 10 ივნისს რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად კიევში 4 ადამიანი დაშავდა, ხოლო ოდესაში ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)