|
2016-03-17 17:27:15, 608 ნახვა
საზოგადოება
„გუდვილი“ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჰიპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“ ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობაში, გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დღეს 12:00 საათისთვის ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობაში, სადაც განთავსებულია გუდვილის ერთ-ერთი ფილიალი გაჩნდა ხანძარი, საბედნიეროდ ცეცხლს „გუდვილის“ ფართში არ შეუღწევია. ტერიტორიიდან მომხმარებლების და მომუშავე პერსონალის ევაკუაცია დროულად განხორციელდა და მათგან არავინ დაშავებულა. ხანძრის სრულად ჩაქრობა ოპერატიულად განხორციელდა. კომპანია „გუდვილი“ დიდ მადლობას უხდის მომხმარებელს მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, ასევე კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უსწრაფესი რეაგირებისათვის. განსაკუთრებული მადლობა სახანძრო და სამაშველო სამსახურს თავდაუზოგავი და პროფესიონალური მუშაობისთვის, რომელთაც შეძლეს ინციდენტის უსწრაფესად აღმოფხვრა. „გუდვილი“ ხვალ 18:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას და ელის თავის მომხმარებელს“, - ნათქვამია „გუდვილის“ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)